ნანუკა ჟორჟოლიანს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია
24.07.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის”, გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს”, წამყვანს  ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპები არ დაურღვევია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ანა აფციაურმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 24 მარტს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, წამყვანმა სავარაუდო მსხვერპლის მისამართით გამოიყენა ისეთი შეფასება და დაუსვა ისეთი კითხვები, რომელიც ახდენდა მის რეტრავმირებას, უხეშად ერეოდა პირად ცხოვრებაში და საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობდა მის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.