ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის თაკო ნოზაძის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
30.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ამხანაგობების “ბაგები 502” და “ბაგები 504” განცხადება ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის, თაკო ნოზაძის წინააღმდეგ.

სადავო მასალა, ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 09 სექტემბერს გავიდა და ის შარტავას და ყიფშიძის ქუჩებზე მშენებლობის საკითხს ეხებოდა.

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. Ამასთან, ჟურნალისტი არ ეცადა მეორე მხარესთან ინფორმაციის გადამოწმებას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.