საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 13 ოქტომბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ჯაბა ფუტკარაძე ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების ნოდარ მელაძის და ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ
სადავო მასალა, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“, 2021 წლის 08 მაისს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მის, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დისკრედიტაციას ემსახურება.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.