12 ნოემბერს ქარტიის საბჭო ერთ საქმეს განიხილავს
09.11.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 12 ნოემბერს 1 საქმეს განიხილავს: 

20:00 საათზე - ალექსანდრე მითაიშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ჯენი კვანტალიანის წინააღმდეგ 

სადავო სიუჟეტი - „შესაძლო კორუფცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში", ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 01 ივნისს გავიდა.  

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია განზრახ დაამახინჯა და აუდიტორიას არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია, რაც საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობდა მის წინააღმდეგ.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები), მეხუთე (შესწორება), მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.