18.12.2021
18 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეცამეტე საერთო კრება
ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. საერთო კრებაზე
წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე
კამილა მამედოვა, სარევიზიო კომისიის წევრი მარიკა დუდუნია და
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2021 წლის გამარჯვებულებიც.
საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.
საბჭოს წევრები გახდნენ:
- თბილისის კვოტით - ხატია ღოღობერიძე (on.ge)
- რეგიონების კვოტით - თამარ რუხაძე (საინფორმაციო ცენტრების ქსელი), მანანა ქველიაშვილი (ბათუმელები)
საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- ზვიად ქორიძე
- მაია წიკლაური
- თამარ რუხაძე
- მანანა ქველიაშვილი
- ხატია ღოღობერიძე
- გულო კოხოძე
- სოფო ჟღენტი
- ნინა ხელაძე
- ნათია ზოიძე