18.12.2021
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა, მან ამ პოზიციაზე
კამილა მამედოვა შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
თამარ რუხაძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.თამარ რუხაძე 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. იგი მუშაობდა საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში (IREX 2016-2021 წლებში). სხვადასხვა დროს იყო რუსთავი 2-ის, მაესტროსა და მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ამჟამად ჟურნალისტურ საქმიანობას საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) სარედაქციო კონსულტანტის რანგში გააგრძელებს.