22.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
commersant.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პირველი(ინფორმაციის
სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები
დაირღვა.მის წინააღმდეგ ქარტიას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა” მომართა. სადავო სტატია მედიასაშუალების ვებგვერდზე 2021 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, სტატია შეიცავდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას, მედიაგამოცემას კი არ უცდია ინფორმაციის მხარესთან გადამოწმება.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.