22.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ipress-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პირველი(ინფორმაციის
სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები
დაირღვა.მის წინააღმდეგ ქარტიას თეა გოდოლაძემ მომართა. სადავო სტატია მედიასაშუალების ვებგვერდზე 2021 წლის 06 ივლისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია, და ამ ინფორმაციის გავრცელება გაზრახ მოხდა.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.