11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ლევან დავითაძის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტების - მიხეილ
სესიაშვილის და ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი "ბათუმის მდიდარი ვიცე-მერი - ლევან დავითაძის კავშირები და ქონება", ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 18 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია მასზე და მისი ქონების შესახებ არასწორია და მიზნად ისახავს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეხუთე - შესწორება;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.