11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების
ჯგუფის: ეკატერინე ციმაკურიძის, მაია ბაქრაძის, თამარ ლალიაშვილის,
ნათია ქუთათელაძის, ბესო ლოლაძის, ბესიკ სისვაძის განცხადება
ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის მარიამ ოშხნელის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი "მოსამართლეთა პროტესტის ანატომია“, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” 2021 წლის 21 ნოემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტის მიერ მოყვანილი ფაქტები და ინფორმაცია არის ცალმხრივი, განზრახ არაზუსტი, არასრულყოფილი და დაუბალანსებელი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.