11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
დაჩი ცაგურიას განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტის ბექა ყორშიას
წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი "დაჩი ცაგურიას ახდენილი ოცნება წელიწადში 200 ათას ლარად", ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 20 ნოემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია მისი პიროვნების და შემოსავლების შესახებ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია მაყურებლის უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეშვიდე - დისკრიმინაცია.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.