11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
დავით ბაიდარაშვილის განცხადება ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის
- მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” 2021 წლის 12 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში ის ქვეყნის მოღალატედ და ჯაშუშად არის წარმოჩენილი. განმცხადებლის პოზიციით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.