17.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ხათუნა ბერიძის განცხადება TV 25-ის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში “მაცნე”, 2021 წლის 08 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, მასზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეოთხე - ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება;
- მეხუთე - შესწორება;
- მეშვიდე - დისკრიმინაცია;
- მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
- მეთერთმეტე - პლაგიატი.