17.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
NGO ალტერნატივას განცხადება TV 25-ის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში “მაცნე”, 2021 წლის 08 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია ჟურნალისტს არ გადაუმოწმებია და არაზუსტია. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავს, რომ ტელევიზიას არ მიუთითებია ინფორმაციის წყარო.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მეოთხე - ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება;
- მეთერთმეტე - პლაგიატი.