18.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება “ქუთაისიპოსტის”
ჟურნალისტის მარიამ პატარაიას წინააღმდეგ.სადავო მასალა „ქალაქი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს“ გამოცემის ვებგვერდზე, 2021 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, მასალის სათაური მანიპულაციურია, ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად ქალაქ ტყიბულის პრესტიჟს და მკითხველში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აქ ცხოვრება ან თუნდაც ხანმოკლე ვადით სტუმრობა საფრთხის შემცველია. განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი, ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.