“მთავარი არხის” ჟურნალისტის ქეთა ციცქიშვილის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
15.02.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო თამარ ტალიაშვილის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტის ქეთა ციცქიშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში გადაცემაში „მთავარი შაბათს“ სახელწოდებით „სამართალი შერჩევით“ 2021 წლის 04 დეკემბერს გავიდა. განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში ნაჩვენებ ფოტოსურათზე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი და განმცხადებელი მიიჩნევს რომ ეს წარმოადგენს ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები). პრინციპის დარღვევას.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.