ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის თამარ თედიაშვილის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
15.02.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ჭანტურიას განცხადება ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის თამარ თედიაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი “ე.წ. ქურდული სიმღერები საჯარო სკოლაში” ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 14 იანვარს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ბავშვები ქურდული სამყაროს პროპაგანდას ეწევიან და კანონს არღვევენ არასწორია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მერვე - ბავშვთა უფლებები;
  • მეათე -პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.