ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
15.02.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების ნატა ქაჯაიას და ლიკა ჯანყარაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 30 იანვარს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნათესავების კომპანიებმა არასწორია, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ზიანს აყენებს ცესკო-სრეპუტაციას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეხუთე - შესწორება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.