TV პირველის ჟურნალისტების წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
15.02.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო თინათინ რევაზიშვილის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების გიორგი ნიორაძის, ეკა მიშველაძის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ, სადავოა 3 გადაცემა. 

გადაცემა „პირველი ხაზი” (მოპასუხე გიორგი ნიორაძე) 2022 წლის 04 თებერვალს, გადაცემა „საჯარო პოლიტიკა” (მოპასუხე ეკა მიშველაძე) 2022 წლის 07 თებერვალს, ხოლო გადაცემა „რეაქცია” (მოპასუხე ინგა გრიგოლია)  2022 წლის 08 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემებში, სტუმრების მიერ გამოყენებული იყო დისკრიმინაციული ენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, ჟურნალისტები კი მას არ გაემიჯნენ. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.