03.05.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია რუსთავი2-ზე ჟურნალისტ ნინო ფურკარაძის მიერ მომზადებულ
სიუჟეტში და tv4.ge გამოქვეყნებულ მასალაში, ქარტიის პირველი -
ინფორმაციის სიზუსტის პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.მოპასუხეების წინააღმდეგ ქარტიას შპს “სფეის ლაბმა” მომართა. ორივე მასალა იდენტურ თემას - შპს “სფეის ლაბის” მიერ PCR ტესტირებას პუნქტის მოწყობას ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალებში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და იწვევდა მათი რეპუტაციის შელახვას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.