16.05.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
რატი იონათამიშვილის განცხადება TV პირველის - გადაცემა “რეაქცია”
წამყვანის - ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ.სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 28 აპრილს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა - ლევან ერაძემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართგამოიყენა დისკრიმინაციული ტერმინი, ხოლო ჟურნალისტს ამ შეფასებაზერეაგირება არ ჰქონია, რითიც ხელი შეუწყო საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამყარებას. განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.