16.05.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ირმა ჭკადუას განცხადება TV პირველის ჟურნალისტის ნატა ქაჯაიას
წინააღმდეგ.სადავო ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” 2022 წლის 30 აპრილს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტშირესპონდენტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ჟურნალისტს არ უცდია ფაქტების მეორე მხარესთან გადამოწმება.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.