15.07.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო. განმცხადებელი ტარიელ მანაგაძეა.
სადავო მასალა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ანონსია, რომელიც 2022 წლის 2 ივლისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებს მას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.