21.07.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
სადავო სიუჟეტი 2022 წლის 2 ივლისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, რაც მას და მის ოჯახს რეპუტაციულ ზიანს აყენებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.