21.07.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთევან ბოლქვაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გია ქარცივაძე.
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი 2022 წლის 29 აპრილს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად და მიკერძოებულად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.