10.08.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ KutaisiToday.ge-ს წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართვველო.
სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 23 ივლისს და 2 აგვისტოს გამოქვეყნდა მედიასაშუალების Facebook გვერდზე.
განმცხადებლის პოზიციით, პოსტები ხელს უწყობს მიზოგინიას და გენდერულად სტერეოტიპული აზროვნების ტირაჟირებას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.