18.08.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ TV პირველის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ელვირ გასანოვი.
სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, მასალებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.