„აი, ფაქტის", „TV პირველის” და „მთავარი არხის" წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
07.09.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის”, „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი”, გიორგი ბახტურიძე და ნანა ფეიქრიშვილი. 

სადავო სტატია „აი, ფაქტის” გვერდზე 2022 წლის 9 აგვისტოს, ხოლო „TV პირველის” და „მთავარი არხის” გვერდზე სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. 

განმცხადებელი  „აი, ფაქტის” წინააღმდეგ დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე; „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.