15.09.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას", „TV პირველის” და „მთავარი არხის" წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო”.
სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 7 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალებში ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გაშუქდა.
განმცხადებელი ტელეკომპანია „ფორმულას” წინააღმდეგ დავობს ქარტიის მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე; „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.