20.03.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ონლაინგამოცემა Qartli.ge-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ზვიად გოგუაძე.
სადავო მასალა 2023 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია განზრახ დაამახინჯა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.