07.04.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „კავკასიის” გადაცემა „სპექტრის” წამყვანის დავით აქუბარდიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გიორგი ტუმასიანი.
სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში გავიდა 2023 წლის 4 აპრილს.
განმცხადებლის პოზიციით, წამყვანმა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული ფრაზა გააჟღერა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.