13.04.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2023-2
2023 წლის 10 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დამტკიცდა მედიაცია.
- ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 638] მომართა გიორგი ტუმასიანმა ტელეკომპანია „კავკასიის” გადაცემა „სპექტრის” წამყვანის დავით აქუბარდიას წინააღმდეგ.
- განცხადებით სადავო იყო 2023 წლის 4 აპრილს გადაცემაში გასული მონაკვეთი, სადაც წამყვანი ამბობს - „ეს ქართული სპეცნაზი მემგონი უფრო სომხური სპეცნაზია. არაქართული ქცევა იყო”. განმცხადებლის პოზიციით, ფრაზა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული იყო და არ იყო დადასტურებულ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამი.
- ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ მედიასაშუალებისთვის განცხადების მიწოდების შემდეგ ჟურნალისტსა და განმცხადებელს შორის დაიწყო მედიაციის პროცესი.
- 2023 წლის 7 აპრილს წამყვანმა გადაცემის ეთერში ბოდიში მოუხადა განმცხადებელს და მაყურებელს. თავის მხრივ, განმცხადებელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს.
- წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით გიორგი ტუმასიანის განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.