11.07.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის [204577494]
საბჭოს ოქმი N 2023-3
- 2023 წლის 22 ივნისს გამართული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის შედეგად, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე სოფიკო კაჭარავა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადების განხილვა შეწყდეს.
- ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 648] მომართა სოფიკო კაჭარავამ ტელეკომპანია „POSTV”-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ.
- განცხადებით სადავო იყო ქარტიის მეორე (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) პრინციპი.
- საქმის მიმდინარეობის ფარგლებში განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც, მისი პოზიციით, ადასტურებდა იძულების ფაქტს. მეორეს მხრივ, მან უარი განაცხადა რაიმე ფორმით [მათ შორის გადაწყვეტილებაში მითითებით] გასაჯაროებულიყო ან მითითებულიყო მტკიცებულების შინაარსსა და ფორმაზე.
- მართალია, მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ საბჭომ დაუშვა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია იკვეთებოდეს ან არ იკვეთებოდეს ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევა, მაგრამ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შეზღუდვის გამო, შეუძლებელი იყო საქმის არსებითი განხილვის შინაარსის ასახვა გადაწყვეტილებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე - სოფიკო კაჭარავა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდეს გადაწყვეტილების მიღების გარეშე.