საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” განცხადებები “მაუწყებლის” წინააღმდეგ დასაშვებად ცნო
02.08.2024

საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას შპს “ევოლუშენ ჯორჯიამ” ორი განცხადებით მომართა “მაუწყებლის” წინააღმდეგ.


სადავო მასალები (
სადავო მასალა1, სადავო მასალა2) “მაუწყებლის”  ფეისბუკ გვერდზე 1 და 2 ივლისს გავრცელდა .

 

პირველი სადავო მასალის შემთხვევაში განმცხადებელი დავობს ქარტიის 1 (სიზუსტე), 5 (შესწორება) და 11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, ხოლო მეორე სადავო მასალის შემთხვევაში 1 (სიზუსტე), 10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და 11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპებზე.

 

რამდენადაც “მაუწყებლის” წარმომადგენელმა ქარტიის სამდივნოსთან უარი თქვა სადავო მასალებზე პასუხისმგებელი კონკრეტული ჟურნალისტის/რედაქტორის დასახელებაზე, მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა “მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.

 

“მაუწყებლის” წარმომადგენლის განმარტებით, მათ არ სურთ განხილვის პროცესში ჩართვა და არ ითანამშრომლობენ ქარტიასთან.

 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.