“მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მეხუთე, მე-10 და მე-11 პრინციპები
19.11.2024

ქარტიის საბჭომ 16 ნოემბრის სხდომაზე განიხილა შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” ორი განცხადება “მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

 

სადავო მასალები (სადავო მასალა1, სადავო მასალა2) “მაუწყებლის”  ფეისბუკ გვერდზე 1 და 2 ივლისს გავრცელდა.

 

პირველი სადავო მასალის შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებდა ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპების დარღვევაზე, რომელთაგან საბჭომ სამივეს დარღვევა დაადგინა.

მეორე სადავო მასალაშიც, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავოდ გამხდარი პირველი, მე-10 და მე-11 პრინციპებიდან ყველა დარღვეულია.

 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.