მედიამონიტორინგი
კატეგორია - მედიამონიტორინგი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) უძღვება, კვლევის თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქება შეისწავლა.  

 

ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემდეგი 10 მაუწყებლის ეთერში, პრაიმტაიმში — 20:00 საათიდან 23:59 საათის მონაკვეთში გასულ ტოქშოუებს დააკვირდა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი არხი: „პირველი არხი და აჭარის ტელევიზია და რვა ნაციონალური ტელემაუწყებელი: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“, „პალიტრანიუსი“, „რუსთავი2“, „იმედი და  „პოსტვ

 

 

 

ძირითადი მიგნებები

 

       წინა წლების მსგავსად, ტელეარხები მკვეთრად იყო პოლარიზებული. მათი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, ნაწილი ოპოზიციის. პოლარიზაციის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 2024 წლის არჩევნებამდე მიღებულმა ორმა კანონმა — 1. .. გამჭვირვალობის საბაბით მიღებულმა კანონმა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი რუსულ კანონად მოიხსენიებს და 2. ცენზურის კანონმა, რომლის მიღების საბაბად ხელისუფლებამ .. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა დაასახელა. ამ კანონების მიღების შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დე ფაქტოდ  შეჩერებულია.

       ხელისუფლებასთან მკვეთრად აფილირებულ ტელეარხებზე — „იმედსა და პოსტვ“-ზე ღიად მიმდინარეობდა ანტიდასავლური, დეზინფორმაციული კამპანია. აღნიშნული ტელეარხები, ფაქტობრივად, წარმოადგენდნენ ხელისუფლების პლატფორმას პარტიული ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების შეუზღუდავად გასავრცელებლად, არ იყო დაცული მინიმალური პროფესიული სტანდარტებიც კი. ამ ტელეარხების სტუმრებიც და წამყვანებიც ყველა საშუალებით ცდილობდნენ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის დისკრედიტაციას.

       უკვე წლებია, პოლარიზაციის გაღრმავების პარალელურად, მკვეთრად პროსახელისუფლებო არხებზე არ იწვევენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ხოლო ოპოზიციური ტელეარხებისთვის თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ბოიკოტი გამოცხადებული.

       საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ფორმალურად შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება და გამართა დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის. გარდა ამისა, ეთერში გავიდა საარჩევნო გადაცემები, სადაც პოლიტიკური პარტიები მონაცვლეობით იყვნენ მიწვეული. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო, მაყურებლისთვის შეეთავაზებინა იმგვარი ფორმატი, სადაც სიღრმისეულად და თანაბრად კრიტიკულად იქნებოდა განხილული პარტიების ხედვები, რაც მაყურებელს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. წამყვანებს რეაგირება არ ჰქონიათ პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებზე, ასევე იგრძნობოდა მათი პოზიტიურად მიკერძოებული დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ.

       საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა თავისუფალი სივრცე“, განსხვავებით ამავე არხის სხვა გადაცემებისგან, წინასაარჩევნო პერიოდში იყო პლატფორმა ხელისუფლების ანტიდასავლური და ოპოზიციის დისკრედიტაციის შემცველი ნარატივების გასავრცელებლად. გადაცემის წამყვანი არ მალავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ.

       ოპოზიციური ტელეარხების უმრავლესობას არჩეული აქვს მკვეთრად ანტისახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა. ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტები პოზიციონირებენ, როგორც პოლიტიკური პროცესის მონაწილეები. ეს განსაკუთრებით ეხება ქვეყნის საგარეო კურსის საკითხს. აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო მედიის მიმართ ხელისუფლების ანტაგონისტურმა პოლიტიკამ. მარგინალიზებისა და უცხოეთის გავლენის აგენტებად გამოცხადების მცდელობებმა მედიისთვის კიდევ უფრო მეტად მტრული გარემო შექმნა და ჟურნალისტები პოლიტიკური პროცესის უშუალო მონაწილეებად აქცია.

       მცირე გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, ნორმად არის დამკვიდრებული ტოქშოუების წამყვანებისა და სტუმრების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების ლანძღვა, პერსონალური შეურაცხყოფა.

       ოპოზიციურ ტელეარხებზე ტოქშოუების მთავარი სარედაქციო ხაზი ხელისუფლების კრიტიკა იყო. მონიტორინგის პერიოდში, მცირე გამონაკლისის გარდა, არ გამართულა ოპოზიციური პარტიების საარჩევნო დაპირებების დეტალური, კრიტიკული განხილვა და საგნობრივი მსჯელობა, არ გაკეთებულა ანალიზი.

       არ გამართულა დებატები თავად ოპოზიციურ პარტიებს შორისაც კი. მაყურებელს არ მიეცა საშუალება, კონკურენტულ გარემოში გამართული დებატების ფორმატში ერთმანეთისთვის შეედარებინა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ხედვები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც მას უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა; აღნიშნული კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება თავად არ მონაწილეობს დებატებში და მუდმივად ცდილობს, ოპოზიციური პარტიები წარმოაჩინოს როგორც ერთიანი ძალა, .. „კოლექტიური ნაცმოძრაობა და წაშალოს ზღვარი ამ პარტიებს შორის.

       ოპოზიციური ტელევიზიები ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სთავაზობდნენ პლატფორმას მათი გზავნილების კრიტიკის გარეშე გასავრცელებლად, არ იყო საკითხების კრიტიკული ანალიზი, წამყვანები და პოლიტიკოსები მაყურებლის წინაშე, ძირითადად, თანამოაზრეებად პოზიციონირებდნენ.

 

პრეს-რელიზი ქართულ ენაზე იხილეთ აქ
პრეს-რელიზი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ

ანგარიშის სრული ვერსია ქართულ ენაზე იხილეთ აქ
ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ

კატეგორია - მედიამონიტორინგი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) უძღვება, კვლევის თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქება შეისწავლა.  

 

ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემდეგი 10 მაუწყებლის ეთერში მთავარ საინფორმაციო გამოშვებას დააკვირდა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი არხი: „პირველი არხი და აჭარის ტელევიზია და რვა ნაციონალური ტელემაუწყებელი: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“, „პალიტრანიუსი“, „რუსთავი2“, „იმედი და  „პოსტვ

 

ძირითადი მიგნებები

 

       2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მედიაგაშუქებაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. 

       პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად ეროვნული მაუწყებლები წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად არღვევდნენ სამართლიანი და თანაბარი გაშუქების პრინციპს.

       ტელეარხების ერთ ნაწილს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს, ხოლო მეორე ნაწილს – ოპოზიციის მიმართ.

       სატელევიზიო მედიის პოლიტიკური მიკერძოების შედეგად ამომრჩეველი ვერ იღებდა ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც მას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა. 

       ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. 

       „პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.

       წინასაარჩევნო პერიოდში „მოამბემ“ მმართველ პოლიტიკურ გუნდს  ანტიდასავლური მოსაზრების გასავრცელებლად, ასევე, ჰომოფობიური და კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის კომფორტული, ხელსაყრელი გარემო შეუქმნა.

       საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.

       „იმედის“ საინფორმაციო სამსახური არჩევნების წინ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ - პროპაგანდის იარაღს წარმოადგენდა. 

       საპარლამენტო არჩევნების წინ „იმედის“ გაცხადებული მიზანი იყო, არ დაეშვა „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში საქართველოში.

       POSTV ღიად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხია და ის ხელისუფლებისადმი მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.

       „იმედსა“ და POSTV-ზე მუდმივად ხდებოდა ოპოზიციის და პრეზიდენტის დისკრედიტაცია.

       „იმედსა“ და POSTV-ზე  საინფორმაციო გამოშვებებში ვრცელდებოდა ანტიდასავლური ნარატივები. 

       „რუსთავი 2“-ს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა.    წინასაარჩევნო პერიოდში ის მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღი იყო. 

       „მთავარ არხს“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა  ჰქონდა.

       „ფორმულა“ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.

       „ტვ პირველს“ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიმართ ჰქონდა  მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა.

       ტელემედიაში ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

       სატელევიზიო ახალ ამბებში პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირულად გაშუქება. მაუწყებელების ეთერში იშვიათად გვხვდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული ანალიზი.

       საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად  გვხვდებოდა შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ტერმინოლოგია და ვიდეო და ტექსტით მანიპულირების შემთხვევები.

       სატელევიზიო ახალ ამბებში წინა წლებთან შედარებით გაიზრდილია   სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ლექსიკის გამოყენების შემთხვევები.

 

პრეს-რელიზი ქართულ ენაზე იხილეთ აქ
პრეს-რელიზი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ

ანგარიშის სრული ვერსია ქართულ ენაზე იხილეთ აქ
ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ 

 

 

კატეგორია - მედიამონიტორინგი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) უძღვება, საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქება შეისწავლა.  ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემდეგი რვა ონლაინმედიასაშუალების კონტენტს დააკვირდა: interpressnews. ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, sputnik-georgia.com და tabula.ge.

 

მასალების თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

       ონლაინ მედიის წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გაშუქების დროს შეგნებულად არღვევდნენ მიუკერძოებლობის პრინციპს და ხელმძღვანელობდნენ წინასწარ შემუშავებული სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც მასალებში შეფასებითი ტერმინებისა და კონტექსტის ჩართვას არ ერიდებოდა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა, მათ შორის, იმ ონლაინ მედიასაშუალებებშიც, რომელთა ერთგულებაც მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მიმართ დადასტურებული იყო ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი მედიამონიტორინგით. ეს დიდწილად განპირობებული იყო სწორედ არჩევნების წინმსწრებ პერიოდში ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღებით. აღნიშნული კანონი, რომელსაც ონლაინ მედიის ნაწილი “აგენტების შესახებ” ან “რუსულ კანონად” მოიხსენიებდა, დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს იმ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდებიან.

       მონიტორინგისთვის შერჩეული 8 ვებგვერდიდან 2-ის შემთხვევაში, ცალსახად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა.

       მონიტორინგისთვის შერჩეულ არცერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ; თუმცა, ოპოზიციიდან ყველაზე ხშირად შუქდებოდა მხოლოდ 4 პარტია: “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, “გახარია საქართველოსთვის” და “კოალიცია ცვლილებისთვის -გვარამია, მელია, გირჩი, დროა”.

       თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემური იყო ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებდა პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს შეიცავდა.

       ონლაინ მედიის ნაწილი მმართველი პარტიის ანტიდასავლურ გზავნილებსა და დეზინფორმაციის შემცველ კონსპირაციულ თეორიებს ცალმხრივად და უკომენტაროდ აშუქებდა, რის შედეგადაც ეს მედიასაშუალებები მმართველი პარტიის მიერ გამოყენებული იყო ანტიდასავლური პროპაგანდის გასავრცელებლად.

       ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდებოდა, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა ჟურნალისტთა მცდელობები,  კონკრეტულ პირთა მიმართ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები გადაემოწმებინათ ან ბრალდებულ მხარეთა კომენტარები მოეძიებინათ.

       ონლაინ მედიაში პრობლემად რჩება საკითხების ზედაპირული გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა უმრავლესობა მკითხველს არ სთავაზობდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეულ და კრიტიკულ ანალიზს.

 

პრეს-რელიზი ქართულ ენაზე იხილეთ აქ
პრეს-რელიზი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ

ანგარიშის სრული ვერსია ქართულ ენაზე იხილეთ აქ
ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ

კატეგორია - მედიამონიტორინგი

სატელევიზიო ახალი ამბების პოსტ-საარჩევნო პერიოდის გაშუქების მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 24 იანვრიდან - 23 მარტამდე.

მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით აშუქებდა სატელვიზიო მედია სხვადასხვა სუბიექტს პოსტ-საარჩევნო პერიოდში. გაშუქების ტონის მიხედვით შეინიშნებოდა თუ არა სატელევიზიო მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავდა სატელევიზიო მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს ადგილობრივი არჩევნების შემდგომ პერიოდში სუბიექტთა გაშუქების დროს.

მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ - ფარგლებში.

მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი

ონლაინ მედიაში პოსტ-საარჩევნო პერიოდის გაშუქების მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 24 იანვრიდან - 23 მარტამდე.

მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით აშუქებდა ონლაინ მედია სხვადასხვა სუბიექტს პოსტ-საარჩევნო პერიოდში? გაშუქების ტონის მიხედვით, შეინიშნებოდა თუ არა ონლაინ მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავდა ონლაინ მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს ადგილობრივი არჩევნების შემდგომ პერიოდში სუბიექტთა გაშუქების დროს?

მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ - ფარგლებში.

მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ - ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 23 მარტის ჩათვლით პერიოდში, დააკვირდა საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ სატელევიზიო ტოქშოუებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას.

მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვება მიმდინარეობდა 6 ტელევიზიაზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, TV პირველი, მთავარი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.

მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი

2021 წლის 5 ივლისიდან 2021 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დააკვირდა ონლაინ მედიაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით აშუქებდა ონლაინ მედია სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში? გაშუქების ტონის მიხედვით, შეინიშნებოდა თუ არა ონლაინ მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავდა ონლაინ მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების დროს?

მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ - ფარგლებში.

საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტ „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 5 ივლისს და დასრულდება 2022 წლის მარტში. დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 14 სატელევიზიო (5 ეროვნულ, 9 რეგიონულ) არხზე. ესენია: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, ტვ 25, თრიალეთი, მე-9 არხი, ტვ ოდიში, ტელეკომპანია გურჯაანი, ტვ გურია, ტელეკომპანია რიონი, ტვ 4.

საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ
კატეგორია - მედიამონიტორინგი

2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აკვირდება მედიას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში.

ქარტიის მონიტორები 2021 წლის 2 აგვისტოდან (წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან) 30 ოქტომბრის ჩათვლით აკვირდებოდნენ 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს.

მონიტორინგდებოდა შემდეგი სატელევიზიო არხები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „TV პირველი“, „მთავარი არხი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „TV25“, „რიონი“, „გურჯაანის ტელევიზია“, „გურია TV“, „TV4“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „მეცხრე არხი“. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ექვსი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, რვა კი - რეგიონებში.

ტელეკომპანიები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი (მათი როლიდან გამომდინარე), ოთხი რეიტინგული ეროვნული მაუწყებელი და ერთი მაუწყებელი თითო რეგიონიდან.

საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სახის ინფორმაციას ეცნობოდა ყოველდღიურად მომხმარებელი სოციალური მედიიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ ამ პლატფორმას საარჩევნო პერიოდში ტრადიციული მედია და საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის მასალები იწვევდა ყველაზე მეტ ინტერაქციას მომხმარებელთა იმ ღია ჯგუფებსა და პოპულარულ გვერდებზე, რომლებსაც ასეულობით ათასი წევრი თუ გამომწერი ჰყავთ.

საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ
კატეგორია - მედიამონიტორინგი

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ „საქართველოს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დააკვირდა ონლაინ მედიაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგი დაიწყო 2021 წლის 5 ივლისს.

მედიამონიტორინგისთვის შეირჩა 17 ონლაინ მედიასაშუალება: ambebi.ge, batumelebi.ge, guriismoambe.com, interpressnews.ge, knews.ge, kutaisipost.ge, livepress.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, qartli.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge. 17-დან 8 რეგიონული ონლაინ გამოცემაა, რაც შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო. შერჩევა განხორციელდა რეიტინგებისა და მედიის სპეციალისტების გამოკითხვის საფუძველზე.

წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავს, შეისწავლოს, თუ რა სახის ინფორმაციას ეცნობა ყოველდღიურად მომხმარებელი სოციალური მედიიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ამ პლატფორმას საარჩევნო პერიოდში ტრადიციული მედია და საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის მასალებს უგროვდება ყველაზე მეტი ინტერაქცია მომხმარებელთა იმ ღია ჯგუფებსა და საჯარო გვერდებზე, რომლებსაც ასეულობით ათასი წევრი თუ გამომწერი ჰყავთ.

წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.