2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - ახალი ამბები
29.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის “საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

ძირითადი ტენდენციები:

  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად „POSTV“-ზე გაშუქდა (51 %)
  • „მთავარ არხზე“ „ქართული ოცნების“ გაშუქების უარყოფითი ტონი ყველაზე მეტი 70 % იყო. კრიტიკული სიუჟეტები ,,ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გაშუქდა „მთავარი არხის“ ეთერში, დათმობილი დროის 19 % პოზიტიური იყო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გასშუქა 97 %.
  • „ევროპულ საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. ყველაზე პოზიტიურადაც ,, ფორმულაზე” გაშუქდა და დათმობილი დროის 5 %-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ,,ევროპული საქართველო “ყველაზე უარყოფითად (87 %) „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა.
  • პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 5% -მდე შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას ჰქონდა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ (29 %).
  • „იმედის“ ეთერში პოზიტიური იყო მთავრობისთვის დათმობილი დროის 50 %.
  • მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო „მთავარმა არხმა“ დაუთმო. ყველაზე დადებითად მიხეილ სააკაშვილი ,,მთავარი არხის” ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროსი 29 % პოზიტიური იყო.
  • მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უარყოფითად POSTV-ზე გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 83% ნეგატიური იყო.
  • ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი აქვს „ფორმულას“. მისთვის დათმობილი დროის 73 % უარყოფითი იყო.
  • წინა წლების მსგავსად ობიექტივი ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.
  • პატრიოტთა ალიანსის“ ყველაზე მეტი დრო ,,ობიექტივზე“ დაეთმო და მისთვის დათმობილი დროის 51 % დადებითი იყო.
  • მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიმცირე სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა პერიოდთან შედარებით შეიმჩნევა ეთიკური დარღვევების ფაქტების მატება.
  • მონიტორინგის პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით სატელევიზიო ახალ ამბებში პოლარიზების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა.მკვეთრად გაიზარდა პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ ოპოზიციის ნეგატიურად გაშუქების და დისკრედიტაციის ფაქტები, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ.კრიტიკულად განწყობილმა ტელევიზიებმა გაზარდეს ნეგატიური ტონი მმართველი პარტიის და მთავრობის მიმართ.
  • წინა სამონიტორნგო პერიოდთან შედარებით თითქმის არ გვხვდება გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უკომენტაროდ გაშუქება.
  • მონიტორინგის წინა პერიოდის მსაგავსად, საინფორმაციო გამოშვებებში ისევ დაფიქსირდა ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალების ტირაჟირება
იხილეთ სრული ანგარიში