ქარტიამ სოციალური მედიის თემაზე ტრენინგი გამართა
22.02.2016

კატეგორია : ტრენინგები;

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 20-21 თებერვალს თბილისში ქარტიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი "მონაცემთა გადამოწმება და ეთიკური გამოწვევები სოციალურ მედიაში".

  საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 20-21 თებერვალს თბილისში ქარტიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი "მონაცემთა გადამოწმება და ეთიკური გამოწვევები სოციალურ მედიაში".

 

პირველ დღეს ტრენინგს უძღვებოდნენ ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის ექსპერტები ნოდარ დავითური და  დოდი ხარხელი. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა როგორ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია სოციალური ქსლების მეშვეობით, რა რესურსები არსებობს მის გადასამოწმებლად და როგორ გამოიყენო სოციალური ქსელი ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ტრენინგის მეორე დღე უფრო მეტად სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ეთიკურ დილემებს დაეთმო. ნეტგაზეთის" რედაქტორ ნესტან ცეცხლაძესთან ერთად იმსჯელეს ჟურნალისტების ქცევაზე სოციალურ ქსელებში, განიხილეს მაგალითები როგორც ქართულ ისე საერთაშორისო მედიის პრაქტიკიდან.

ტრენინგი IREX -სა და USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

[gallery ids="5575,5572,5571,5569,5568,5567"]

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.