ვორკშოფი "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება"
04.05.2014

კატეგორია : ღონისძიებები;
იუნისეფისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ვორკშოფი ჟურნალისტებისთვის - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება". 20 ჟურნალისტი ტელეკომპანიებიდან, პრესიდან, ონლაინ მედიიდან რამდენიმე სამუშაო სესიის განმავლობაში ეცნობოდა და მსჯელობდა ქართული მედიიდან შერჩეულ მაგალითებზე. ტრენერებმა, ნინო ჯაფიაშვილმა და ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან ერთად განიხილეს სატელევიზიო რეპორტაჟები და საგაზეთო მასალები, ისაუბრეს მედიისთვის გარდაუვალ ეთიკურ დილემებზე ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და მათი სტიგმატიზების საფრთხეზე. ვორკშოფს მასპინძლობდა "ფრონტლაინ კლუბი" ფოტოგალერეა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.