ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი – პროექტის შეჯამება
01.02.2014

კატეგორია : ღონისძიებები;
საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი, "მოამბე 20 საათზე" საქართველოს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" პროექტ "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. პროექტში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი კონკურსის წესით შეირჩნენ. ლიბერალიზმი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც ორმოცამდე სტუდენტმა დეტალური ინფორმაცია სპეცლექციების მეშვეობით მიიღო. მათ მოამზადეს სტატიები, სატელევიზიო სიუჟეტები და გადაცემები. მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას საქართველოს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მომავალშიც გეგმავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.