"საავტორო უფლებები და მედია" – დისკუსია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში
01.05.2013

კატეგორია : ღონისძიებები;

რა შემთხვევაში არღვევს მედია სხვის საავტორო უფლებებს ან რა შემთხვევაში ირღვევა თავად მედიის უფლებები; ტექნოლოგიების საუკუნეში, შეუძლია თუ არა ჟურნალისტს ან მედიასაშუალებას დაიცვას საკუთარი პროდუქტი პლაგიატისგან; როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ამ საკითხებს, როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რატომ არის გადამწყვეტი პროფესიული ეთიკა - სწორედ ეს თემები განიხილებოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში 30 აპრილს გამართულ დისკუსიაზე. დისკუსიას სახელწოდებით "საავტორო უფლებები და მედია" რამდენიმე მომხსენებელი ჰყავდა: საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის იურისტი მედეა შენგელია, ექსპერტი საავტორო უფლებათა დაცვის საკითხებში, ნინო კუნცევა-გაბაშვილი, ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი, კონსტანტინე სტალინსკი და გაზეთ "გურია ნიუსის" დამფუძნებელი და რედაქტორი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ია მამალაძე. თითოეულმა მათგანმა ქარტიაში შეკრებილებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და იმ პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღიურ მუშაობაში აწყდება.  (more…)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.