2 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობას შეხვდება
28.02.2013

კატეგორია : ღონისძიებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აგრძელებს შეხვედრებს რეგიონის მოსახლეობასთან.
ქარტია 2013 წლის 2 მარტს შეხვედრებს გამართავს ქალაქ რუსთავისა და მარნეული მოსახლეობასთან. საბჭოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნობს ორგანიზაციის მიზნებსა და საქმინობის ფორმებს.
საბჭოს წევრები ისაუბრებენ ქარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმებზე, ბოლო დროს ქარტიაში მომხდარ ცვლილებებზე, მათ შორის, საბჭოს 7 თებერვლის გადაწყვეტილებებზე. ერთ-ერთის თანახმად, ჟურნალისტური ქარტიის საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეზონანსულ/განსაკუთრებულ მასალებზე საკუთარი ინიციატივით დასკვნების მომზადება და გამოაქვეყნება. ღონისძიების ჩატარების ადგილია:
რუსთავი- 11:00 – 12:30 სთ -დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მის.: კოსტავას ქ. 22;
მარნეული – 14:00 – 15:30 სთ -დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მის.: გიორგაძის ქ. 1;

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.