ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებით
21.08.2017

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ახალგორელი აქტივისტის, ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ ის 16 აგვისტოს რამდენიმე საათით დააკავა, მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებაში დასდო ბრალი და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
თამარ მეარაყიშვილი, რომელიც საჯაროდ ხშირად საუბრობს ხოლმე ახალგორში არსებულ პრობლემებზე და ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე ადრეც დაიბარეს. 2017 წლის 8 ივნისს კი ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და აქტივისტი სახლში მალევე დააბრუნეს.
როგორც თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, მას ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო თანხა არ აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა რესურსი აქტივისტის დასახმარებლად. სწორედ ხელისუფლებას ევალება საკუთარი მოქალაქის დაცვა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ: საქართველოს ბანკი, GE95BG0000000667456100, მარინა მეარაყიშვილი,

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.