ტრენინგი ბავშვთა საკითხების შესახებ
04.12.2017

კატეგორია : ტრენინგები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ UNICEF Georgia-ს პროექტის ფარგლებში, ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგი ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ჟურნალისტებისთვის ჩაატარა. ტრენინგს ზვიად ქორიძე უძღვებოდა.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ერთერთი იყო მათგან ვინც ქარტიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამ ტრენინგში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. უშუალოდ რედაქციებში ტრენინგის ჩატარება ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა გასული წლიდან დაიწყო. წელს ტრენერებმა 5 რედაქციაში იმუშავეს. ასეთი ფორმატი საშუალებას აძლევს რედაქციას დახმარება მიიღოს კონკრეტულად იმ მიმართულებით, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ იმისათვის, რომ ბავშვებთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის მასალების მომზადება შეძლონ.

რედაქციებში მუშაობა ნაწილია იმ პროექტისა, რომლის ფარგლებში ასევე ტარდება მედიამონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.