05.06.2018
კატეგორია : ტრენინგები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს
ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის
მისაღებად
ყალბი ინფორმაციის
გადამოწმების ხერხები
ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 23-24 ივნისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.
ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ პლატფორმები და ხელსაწყოები არსებობს ყალბი ინფორმაციის გამოსავლენად და გადასამოწმებლად, რაც თანამედროვე მედიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტრენინგის განმავლობაში პრაქტიკული დავალებებისა და სავარჯიშოების გზით ისინი თავად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტებს. მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემთ ერთის მხრივ არ გახდნენ მანიპულაციის და დეზინფორმაციის მსხვერპლები და მეორეს მხრივ თავად იმუშაონ ყალბი ინფორმაციის გამოვლენასა და მათ შესახებ მასალების მომზადებაზე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა 18 ივნისამდე შეავსეთ აპლიკაცია
ტრენინგს გაუძღვებიან:ანა ქეშელაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორი. 2004 წელს ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასკომუნიკაციის სკოლის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2014 წელს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში კი კომუნიკაციის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 2014-ში მან ერთი სემესტრი დიუკის უნივერსიტეტში გაატარა, პენსილვანიის უნივერსიტეტის ანენბერგის კომუნიკაციის სკოლის გლობალური კომუნიკაციის ცენტრში კი ინტერნეტის პოლიტიკის საკითხებს იკვლევდა. მისი საკვლევი სფერო მედიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების გავლენაა
გიორგი ჩადუნელი - ჟურნალისტი, 2013 წლიდან არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დოკუმენტური ფილმების განყოფილების აღმასრულებელი პროდიუსერი და ჟურნალისტი. უფრო ადრე კი საინფორმაციო გამოშვება კურიერში მუშაობდა 5 წლის განმავლობაში. 2013 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტებზე OCCRP-თან (ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი), რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა პლატფორმაა. ამავე წლიდან არის მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის (kavshirebi.ge) მკვლევარი/ანალიტიკოსი. 2015 წლიდან კი იკავებს GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორის პოზიციას