მედიამონიტორინგის პირველადი შედეგები ჟურნალისტებთან განიხილეს
10.09.2018

კატეგორია : ღონისძიებები;
გრძელდება საარჩევნო მედიამონიტორინგი, რომელსაც ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. 10 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მედია-მონიტორების გუნდმა მონიტორინგში მონაწილე მედია-საშუალებების ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს არჩევნების გაშუქების ძირითადი ტენდენციები გააცნო. მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიში 26 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდება. 

წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს ახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო ტოქშოუების მონიტორინგი
  • ინტერნიუსი-საქართველო - რადიოების მონიტორინგი
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) - ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი
კვლევის ფარგლებში ორგანიზაციები აკვირდებიან საარჩევნო სუბიექტების გაშუქებას 37 სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებაში.

პირველადი შედეგების ნახვა შესაძლებელია  აქ

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.