ქარტიის საბჭოს განცხადება “ჰერეთის” ჟურნალისტზე ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
08.04.2019

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება რადიო “ჰერეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მის ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი მესხიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნული ინციდენტის შესწავლა და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება. ქარტიისთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს რწმენა, რომ შეუძლია ინფორმაციის თავისუფლად მოპოვება და გავრცელება. მედიის ფუნქციაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი, კანონდარღვევის მხილება და შესაბამისად კრიტიკული მასალების მომზადება. ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია ყოველი ასეთი შემთხვევა იყოს დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებული.

შესაბამისად, ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს გამოიძიოს შემთხვევა, რომელზეც რადიო “ჰერეთი” საუბრობს და აცნობოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.