ევროკავშირისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით მედიაკონფერენცია გაიმართა
04.05.2019

კატეგორია : ღონისძიებები;
2 მაისს გაიმართა კონფერენცია ,,მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა“. ევროკავშირის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

კონფერენციას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი და ევროპელი მედიის სპეციალისტები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მარეგულირებელი და თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილა ქართულ მედიაგარემოში არსებული გამოწვევები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვების გათვალისწინებით.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.