AIPCE 2019-ს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უმასპინძლა
09.10.2019

კატეგორია : ღონისძიებები;
3-4 ოქტომბერს, თბილისში ევროპის დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოების წლიური კონფერენცია (AIPCE 2019) გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უმასპინძლა. ღონისძიებას 22 ქვეყნის პრესის საბჭოები სტუმრობდნენ, მათთან ერთად კონფერენციას საქართველოში მედიასფეროში მომუშავე 120  მონაწილე ესწრებოდ. 

კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო მედია ცვლილებების ეპოქაში, ევროპის საბჭოს დახმარებით გაიმართა. ღონისძიება გახსნეს ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა,  
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და AIPCE-ს მმართველი კომიტეტის წევრებმა  ელინა გრუნდსტრომმა (ფინეთი) და კატერინა ნიკოლაუმ (კვიპროსი) 

პირველ სესიაზე, რომლის ძირითადი სპიკერი იყო ნადია ბელარდი, ტრანსკულტურული ექსპერტი, განიხილეს თუ როგორ შეიცვალა მედია ციფრული პლატფორმების, მათ შორის სოციალური ქსელების ეპოქაში? რა გავლენა მოახდინა მ ცვლილებამ მედიის შინაარსზე? ვინ ქმნის რეალურად კონტენტს და რას განსაზღვრავს რედაქტორი, მომხმარებელი და ალგორითმი დღეს? რა ხელსაწყოები არსებობს მედიისთვის, რომ შეინარჩუნოს აუდიტორია? ეს ცვლილებები როგორ აისახება მედიის პროფესიულ სტანდარტებზე?

მეორე სესია ხელოვნურ ინტელექტს დაეთმო. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, Deepfake-ის ექსპერტმა ტომ ვან დე ვეგმა იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი მედიას უქმნის. ამავე პანელის მონაწილეებმა - ბელგიის და ფინეთის პრესის საბჭოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რა არის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ჟურნალისტიკა (Artificial Intelligence (AI)-supported journalism) და რატომ უნდა მიმართავდნენ პრესის საბჭოები ალგორითმების გამოყენებას? როგორ მოახერხეს ადაპტირება და იყენებენ თუ არა ისინი საინფორმაციო-საკომუნიკაციო (ICT) ტექნოლოგიებს მედიამომხმარებლებთან წვდომის გასაუმჯობესებლად?



კონფერენციის დღის ბოლო კი მედიის შემოსავლებზე საუბარს დაეთმო რა არის მედიის მთავარი დაფინანსების წყარო ციფრულ ეპოქაში. არის რაიმე განსხვავებაა ამ მხრივ დემოკრატიულ და ტრანზიციული დემოკრატიის ქვეყნებს შორის? რა გამოწვევები და ტენდენციები აქვს მედიას მედიის შემოსავლების მოძიების თვალსაზრისით? ამაზე ავსტრიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას პრესის საბჭოების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მედიაპროგრამების ხელმძღვანელა იმსჯელეს.

4 ოქტომბერს მუშაობა სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდა. სულ 3 თემა გამოიყო - ულტრანაციონლისტური ჯგუფების გაშუქება, ტროლებისა და ბოტების კომენტარები მედიის კონტენტის ქვემოთ და პლაგიატი და ციტირება. ამ საკითხების ჯგუფებში განხილვის, პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ მედიის თვითრეგულირების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები ამ გამოწვევების დასაძლევად. 

კონფერენციის დასასრულს AIPCE-ს წევრებმა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს ამგვარი კრება ავსტრიაში გაიმართება. შესაბამისად ავტრიის პრესის საბჭო მმართველი კომიტეტის წევრი გახდა, მან ფინეთი ჩაანაცვლა.  სწორედ ავსტრია იმუშავებს საქართველოსთან და კვიპროსთან ერთად, რადგან მომდევნო, 2020 წელს კონფერენციის მასპინძელი კვიპროსი იქნება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.