22 ოქტომბერს საბჭო მარიამ კუბლაშვილის, ხათუნა მაცაბერიძის და ლელა ლობჟანიძის განცხადებებს განიხილავს
19.10.2019

კატეგორია : ანონსი;
22  ოქტომბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემდეგ საქმეებს განიხილავს:

  • 18:00 საათი - მარიამ კუბლაშვილი "პრაიმტაიმის" ჟურნალისტის, თორნიკე ყაჯრიშვილის წინააღმდეგ
სადავო გახდა მასალა სათაურით "„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე". სტატიაში მარიამ კუბლაშვილი საუბრობს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ბრალდებაზე. მას ცემასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, მარიამ კუბლაშვილი კი მის ინტერესებს იცავს.  მოგვიანებით გამოცემამ გამოაქვეყნა მარიამ კუბლაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს აუდიო ვერსია სათაურით „მარიამ კუბლაშვილის კომენტარის აუდიო ვერსია - „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება)

  • 19:00 საათი - ხათუნა მაცაბერიძე qartli.ge-ს ჟურნალისტის, მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ
სადავო გახდა მასალა სათაურით "ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს". ბაზრის დირექტორი, ხათუნა მაცაბერიძე განცხადებაში უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ სტატიაში მოსაუბრე რესპონდენტი არ არის მის მიერ დასაქმებული.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო),  მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე  (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

  • 20:00 საათი - ლელა ლობჟანიძე qartli.ge-ს რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ
სადავო ტატია გამოქვეყნდა სათაურით "მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ". სტატია ეყრდნობოდა "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ სტატუსს. მასალაში მოცემული იყო თავად ლელა ლობჟანიძესთან ჩაწერილი კომენტარიც.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.